“დიდი უფსკრული ზელენსკისა და ჭ კლასის ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილ-კობახიძეებს, შორის” – გიორგი თავდგირიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე: დიდი უფსკრული, რომელიც არის ზელენსკისა და ჭ კლასის ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილ-კობახიძეებს, შორის ნათელია. ზელენსკის უყვარს უკრაინა და თავისი ქვეყნის პატრიოტია, ივანიშვილი-კობახიძეებს ძულთ ყველაფერი ქართული და მოწონთ თემურ ლენგი, შახ აბასი, გავრილოვი, პუტინი და ათასი ჯურის ვიგინდარა. ზელენსკი სიცოცხლის რისკის ფასად მებრძოლი ქვეყნის ლიდერია, ივანიშვილი-კობახიძეები ახალგაზრდებს და ქალებს ებრძვიან, […]

ივნ. 26, 2025 - 20:57
 0
“დიდი უფსკრული ზელენსკისა და ჭ კლასის ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილ-კობახიძეებს, შორის” – გიორგი თავდგირიძე
საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
დიდი უფსკრული, რომელიც არის ზელენსკისა და ჭ კლასის ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილ-ებს, შორის ნათელია. ზელენსკის უყვარს და თავისი ქვეყნის პატრიოტია, ივანიშვილი-კობახიძეებს ძულთ ყველაფერი ქართული და მოწონთ თემურ ლენგი, შახ აბასი, გავრილოვი, პუტინი და ათასი ჯურის ვიგინდარა. ზელენსკი სიცოცხლის რისკის ფასად მებრძოლი ქვეყნის ლიდერია, ივანიშვილი-კობახიძეები ახალგაზრდებს და ქალებს ებრძვიან, ციხეში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ზის და შეთითხნილ ბრალდებით განაჩენს ელოდებიან. შედეგი რომ შევაჯამოთ: ქვეყნიდან თავისუფლება გააძევეს, ქართველებისაგან ვაჟკაცობა, ისტორიიდან ბრძოლა, ეკლესიიდან ქრისტე და მხოლოდ მამონას თაყვანისცემა დაამკვიდრეს. ზელენსკის მაგალითიდ ვერც თავმოყვარეობას გავუღვიძებთ ოცნებას და ოცნების მომხრეებს და ვერც დავამუნათებთ. არც თავმოყვარეობა აქვთ და არც სინდისი.
ოცნების მანქურთების ჯოგს ქართული ბიზნესი აფინანსებს, ამიტომ იქნება ბოიკოტი იმათ მიმართ ვინც ქართველობასთან ბრძოლის ინვესტორები არიან. ვერ შეიგნეს სიტყვით, ეტკინებათ პირად ბიუჯეტში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow