"დინამოს" 10-წლამდე შემადგენლობამ საერთაშორისო ტურნირ Champions Trophy-ზე გამოსვლა დაასრულა
"დინამო თბილისის" 10-წლამდე შემადგენლობამ ავსტრიაში, საერთაშორისო ტურნირ Champions Trophy-ზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ჯიშკარიანის გუნდმა D ჯგუფში 6 მატჩი გამართა: 1-0 მოუგეთ ავსტრიულ კოტინგბრუნს. სამი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ ასევე ავსტრიულ ლასკთან, დონაუფელდთან და ლაცთან, შესაბამისად 1-1, 1-1 და 3-3. ბოსნიურმა ლეოტარმა და სლოვენიურმა ბრინიემ კი ერთნაირი ანგარიშით 1-0 გვაჯობა.
დღეს პლეი-ოფში ადგილობრივ ტრაისკირხენის პირველ გუნდს 6-0 მოუგო დინამომ, ხოლო მათ მეორე შემადგენლობასთან 3-1 ვიმარჯვეთ. დინამომ შემდეგ ფაზი ოსტი დაამარცხა 4 უპასუხო გოლით და ბოლო მატჩში უნიონ მაუერს 1-0 ვაჯობეთ.
დინამოელები ავსტრიაში 15 ფეხბურთელით იმყოფებოდნენ:
თორნიკე ყავრელიშვილი, ნიკოლოზ ჯოლოგუა, დემეტრე რიჟამაძე, გაბრიელ ებრალიძე, ლაზარე ჯანელიძე, ნიკოლოზ ნამგალაძე, შიო გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ლაბარტყავა, სანდრო მიქაუტაძე, მათე ჟვანია, გეგი ბასილაძე, გიორგი ზექალაშვილი, როინ რუხაია, ანდრია ცქვიტაია და სანდრო მარტოლეკი.
- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






