დონარუმა მიდის? - პარიზმა 40 მილიონად ახალი მეკარე დაიმატა
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ პარი სენ-ჟერმენმა ლილიდან 40 მილიონ ევროდ ლუკას შევალიე დაიმატა

ცხადია, ამხელა თანხას პსჟ მეორე მეკარისთვის არ გადაიხდიდა, თანაც მატვეი საფონოვი გუნდში უკვე ისედაც არის და ამის საჭიროება კლუბს არც ჰქონია.
სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან პარიზს ჯანლუიჯი დონარუმა დატოვებს, რომელიც ახალ გამოწვევებს ეძებს და ხელშეკრულების განახლებაზე უარი უკვე ნათქვამი აქვს.
ბოლო ინფორმაციით, დონარუმას მიუნხენის ბაიერნს უკავშირებენ, სადაც ჯიჯოს მანუელ ნოიერის გზის გამგრძელებლად მოიაზრებენ.
What's Your Reaction?






