დრამატული გამარჯვება და შენგელიას გმირობა - ვირტუსი ნახევარფინალშია

დაძაბულ სერიაში გადამწყვეტი მეხუთე მატჩის შემდეგ „ვირტუს ბოლონიამ“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა — ბოლონიელებმა საკუთარ მოედანზე...

მაი. 28, 2025 - 13:27
 0
დრამატული გამარჯვება და შენგელიას გმირობა - ვირტუსი ნახევარფინალშია
დაძაბულ სერიაში გადამწყვეტი მეხუთე მატჩის შემდეგ „ვირტუს ბოლონიამ“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა — ბოლონიელებმა საკუთარ მოედანზე 86:84 სძლიეს „ვენეციას“ და იტალიის სერია A-ს ნახევარფინალში გავიდნენ.

მატჩის ბოლოსკენ „ვირტუსი“ 9 ქულით აგებდა, თუმცა ბოლო წუთებში თამაშის შემოტრიალება შეძლო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელიც ტრავმის ფონზე მხოლოდ სამი წუთით გამოჩნდა მოედანზე, თუმცა მაქსიმალური შედეგიანობა აჩვენა — ქართველმა ფორვარდმა 7 ქულა და 1 ასისტი დააგროვა, რაც გუნდს გადამწყვეტი გამარჯვებისკენ წაუძღვა.

შენგელიამ 100%-ით ჩააგდო ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა — ყველა მნიშვნელოვანი მომენტში.

საბოლოოდ, „ვირტუსმა“ სერია ანგარიშით 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკვე ახალ გამოწვევას ელის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow