“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

სააგენტო "პარალელი" “ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით: “ეეჰ, მიშა… ყველა ნაკლის მიუხედავად, რომლებიც იმ ხელისუფლებას ჰქონდა… ყველაფრის მიუხედავად, რაც არ მოგვწონდა და ვერ მოგვეწონებოდა, მაინც ევერესტივით დგახარ ამ საცოდავ ქვეყანაში, ათასჯერ რომ დაგაპატიმრონ… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ… ჩვენს სარსალა ენებს, […] “ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე პარალელი

მაი. 3, 2025 - 18:57
 0
“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

სააგენტო "პარალელი"
“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

ეეჰ, მიშა…

ყველა ნაკლის მიუხედავად, რომლებიც იმ ხელისუფლებას ჰქონდა…
ყველაფრის მიუხედავად, რაც არ მოგვწონდა და ვერ მოგვეწონებოდა, მაინც ევერესტივით დგახარ ამ საცოდავ ქვეყანაში, ათასჯერ რომ დაგაპატიმრონ…

რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…

ჩვენს სარსალა ენებს, მოღერებულ ყელს, მყრალ სიბრძნეს…
რა გულდასაწყვეტია, ნეხვიდან ქეჩოთი ამოთრეულები ისევ ნეხვში რომ ჩავეძნეყვეთ…
ისევ სარსალა ენებით, ისევ საზიზღრად ყელმოღერებულები, ისევ მყრალი სიბრძნით…

რა მტკივნეულია ეს დაცემა…

ნაცი ხარო, ვინმე მეტყვის…
როგორ მკიდია, ვინ რას იტყვის…
ზოგადად…

ნაცი და კაი ტიპი კი არა, ისე დავიღალე, ეშმაკს მივყიდი სულს, ოღონდ ეს კოშმარი დამთავრდებოდეს ამ ქვეყანაში…

როგორ მომინდა ამის თქმა ამ შუაღამისას…“, – წერს ქეთევან ენუქიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow