ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს. ლვოვში დღეს ხელმოწერილი ლვოვის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას — რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის სამართლებრივი შეფასებისთვის. ტრიბუნალის ფორმალიზების შემდეგი ეტაპი ლუქსემბურგში, 13-14 მაისს გაიმართება, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნებს […]

მაი. 10, 2025 - 19:27
 0
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ს აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს.
ლვოვში დღეს ხელმოწერილი ლვოვის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას — რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის სამართლებრივი შეფასებისთვის.
ტრიბუნალის ფორმალიზების შემდეგი ეტაპი ლუქსემბურგში, 13-14 მაისს გაიმართება, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნებს წარადგენს.
„ტრიბუნალი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ამოქმედდება“ – აცხადებს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სამართლებრივ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე სძენს ძალას და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow