ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს. “ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი […] The post ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო appeared first on .

მაი. 20, 2025 - 14:57
 0
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო.

ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს.

“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი.

ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი”. – წერს კალასი.

EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო.

18 მაისს გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის დაუსახელებელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ “ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ” სანქციებს ამზადებდა და რუსეთს ერთდროულად სანქციების ოთხ რეჟიმს დაუწესებდა.

The post ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow