ევროკომისია საქართველოში NATO-სა და EU-ის საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს
ბრიუსელი საქართველოში ევროკავშირისა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს. EURACTIV-ის თანახმად, დასავლეთთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება “კიდევ ერთი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”. ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ანიტა ჰიპერი EURACTIV-თან ამბობს, რომ გადაწყვეტილება ემთხვევა ქართული ოცნების მიერ “ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა […]


ბრიუსელი საქართველოში ევროკავშირისა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს.
EURACTIV-ის თანახმად, დასავლეთთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება “კიდევ ერთი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ანიტა ჰიპერი EURACTIV-თან ამბობს, რომ გადაწყვეტილება ემთხვევა ქართული ოცნების მიერ “ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ცნობებს”.
What's Your Reaction?






