"ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია" - რას ამბობს ლეგენდარული ზიკო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ზიკომ ევროპული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გადაფასებული და გაზვიადებულია

ივნ. 24, 2025 - 22:27
 0
"ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია" - რას ამბობს ლეგენდარული ზიკო
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ზიკომ ევროპული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გადაფასებული და გაზვიადებულია.

ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ფეხბურთი ევროპას არ ეკუთვნის.

როცა საქმე კარგად არ მიდის, ევროპელები იწყებენ გამართლების ძიებას. როგორც ჩანს, მათ არ იციან, როგორ ითამაშონ არაკომფორტულ პირობებში. როცა რაღაც ისე არ მიდის, იწყება ლაპარაკი სიცხეზე, სეზონის ბოლოს დაღლილობაზე… ჩვენც იმავე პირობებში ვართ და არავის ეს არ აწუხებს, არავინ წუწუნებს და თავს არ იმართლებს წაგების გამო.

- ამბობს ზიკო.

ცნობისთვის, ლეგენდამ ეს განცხადება გააკეთა იმ დისკუსიის ფონზე, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სეზონის ბოლოს, ცხელ ამინდში მიმდინარეობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow