ელიფ ელმასი შესაძლოა ნაპოლიში იჯარის წესით დაბრუნდეს

იტალიური მედიის ცნობით, 25 წლის ჩრდილო მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი, რომელიც ამჟამად „ლაიფციგის“ ფეხბურთელია, „ნაპოლიში“..

აგვ. 12, 2025 - 19:57
 0
ელიფ ელმასი შესაძლოა ნაპოლიში იჯარის წესით დაბრუნდეს
იტალიური მედიის ცნობით, 25 წლის ჩრდილო მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი, რომელიც ამჟამად „ლაიფციგის“ ფეხბურთელია, „ნაპოლიში“ იჯარით დაბრუნების კანდიდატია.

Mediaset-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილა, მათ შორის ფედერიკო კიეზასა და ჯეკ გრილიშის დამატება, თუმცა ტრანსფერები არ შედგა და ახლა ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებაზეა ფოკუსირებული.

ელმასი „ნაპოლიმ“ 2024 წლის ზამთარში „ლაიფციგს“ 24 მილიონ ევროდ მიჰყიდა. გასულ სეზონში ის „ტორინოში“ იჯარით თამაშობდა და 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ჩრდილო მაკედონიელი „ნაპოლის“ რიგებში 2019-2024 წლებში ასპარეზობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow