ემილიანო მარტინესის მომავალი გაურკვეველია - არგენტინელმა შესაძლოა ასტონ ვილა დატოვოს

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, შესაძლოა „ასტონ ვილა“ დატოვოს...

მაი. 17, 2025 - 21:27
 0
ემილიანო მარტინესის მომავალი გაურკვეველია - არგენტინელმა შესაძლოა ასტონ ვილა დატოვოს
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, შესაძლოა „ასტონ ვილა“ დატოვოს.

„ტოტენჰემთან“ გამართული პრემიერლიგის მატჩის შემდეგ მარტინესი ემოციურად დაემშვიდობა გულშემატკივრებს, რაც ბევრმა შესაძლო განშორებად აღიქვა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ 32 წლის დიბუ გუნდის შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული ვარიანტები ან გადაწყვეტილება არ არსებობს.

ვნახოთ, რა მოხდება. ეს სეზონის ბოლო შეხვედრა იყო და რთულია რამე დაზუსტებით ვთქვა“, — აღნიშნა ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ემილიანო მარტინესი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 200-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა „ასტონ ვილას“ კარი. მისი სარგებლიანობა და ლიდერული თვისებები ხშირად ყოფილა კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow