„ენერგოეფექტურობა ყველაზე პატარა რგოლიდან – ოჯახიდან იწყება, თუ ამ დონეზე არ მოხდა ენერგიის დაზოგვა, გლობალური პოლიტიკა არასაკმარისია“ – რამაზ გერლიანი

„ენერგოეფექტურობა ყველაზე პატარა რგოლიდან – ოჯახიდან იწყება, თუ ამ დონეზე არ მოხდა ენერგიის დაზოგვა, გლობალური პოლიტიკა არასაკმარისია“ – რამაზ გერლიანი ენერგიის გონივრულად გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ეკონომიური ხარჯვა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა კი გლობალურ გამოწვევად იქცა. პროფესორის, მწვანე ეკონომიკის შესახებ წიგნის ავტორი რამაზ გერლიანი, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ „კომერსანტის“ […]

აპრ. 8, 2025 - 18:57
 0
„ენერგოეფექტურობა ყველაზე პატარა რგოლიდან – ოჯახიდან იწყება, თუ ამ დონეზე არ მოხდა ენერგიის დაზოგვა, გლობალური პოლიტიკა არასაკმარისია“ – რამაზ გერლიანი

„ენერგოეფექტურობა ყველაზე პატარა რგოლიდან – ოჯახიდან იწყება, თუ ამ დონეზე არ მოხდა ენერგიის დაზოგვა, გლობალური პოლიტიკა არასაკმარისია“ – რამაზ გერლიანი
ენერგიის გონივრულად გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ეკონომიური ხარჯვა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა კი გლობალურ გამოწვევად იქცა.
პროფესორის, მწვანე ეკონომიკის შესახებ წიგნის ავტორი რამაზ გერლიანი, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ „კომერსანტის“ რუბრიკაში ამბობს, რომ ენერგოეფექტურობა ყველაზე პატარა რგოლიდან – ოჯახიდან იწყება, გარდა ამისა, ყოველდღიური ჩვევების ცვლილება (მაგალითად, არასაჭირო დროს შუქის ჩაქრობა) არა მხოლოდ გარემოს იცავს, არამედ საოჯახო ბიუჯეტსაც არგებს.
„მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ეკონომიკურ თეორიებში შედარებით ახალი ცნებაა. ეს გულისხმობს ყველა იმ რაციონალური ალტერნატივის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია ენერგოდამზოგველი, გარემოსადმი მეგობრული, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა. შესაბამისად, ეს ე.წ „მწვანე ზრდის“, მწვანე ინვესტირების და ენერგოეფექტიანობის ნაკრებია- ყველა იმ პროცესის, რომელიც მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენს გარემოსადმი და ენერგიის მიღებას ზრდის.
გასულ საუკუნეებში, ინდუსტრიალიზაციის და ტექნოლოგიური ზრდის თვალსაზრისით, მთელს მსოფლიოს საკმაოდ მნიშვნელოვანი განვითარება ჰქონდა, რასაც გარემოზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. მხოლოდ ერთი ქვეყნის წიაღში მწვანე ეკონომიკის განვითარება და გარემოზე ზრუნვა ვერ მიიღწევა, რაც „ევროკავშირში“ ძალიან კარგად ესმით.
ჰაერი, როცა ბინძურდება, ასევე ბინძურდება მდინარეები, ოკეანეები- ეს ყველაფერი მოძრავია, რაც საერთო გარემოს ქმნის. იმ გზით, რა გზითაც ვითარდებოდა სამყარო, მიდგომები გადაიხედა და მწვანე ეკონომიკამ შექმნა კონცეფცია, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გარემოსადმი უფრო მეგობრულები იყოს.
ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, რათა გარემოსადმი ეკომეგობრული დამოკიდებულება გამოვავლინოთ. თანაც დამზოგველი სისტემა, რომელიც ენერგიის წყაროებს დროის მონაკვეთში ზოგავს, ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს ეკონომიის გაკეთება არ უწევს.
ეს სისტემა ყველაზე პატარა რგოლიდან, ოჯახიდან და პიროვნებიდან იწყება, თუ ამ დონეზე არ მოხდა გათვითცნობიერება, გლობალური პოლიტიკა არასაკმარისია. „მწვანე ეკონომიკა“ თავისი შინაარსით უფრო მეტად ავტონომიური და ლოკალურია, ვიდრე გლობალური. თანამედროვე პირობებში, ახალი ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იმავე ბიუჯეტით და ზოგჯერ ნაკლებითაც კი, საჭირო ენერგია მიიღო და გარემოში CO2-ის გამოყოფა შეამცირო. ასევე, მწვანე ეკონომიკა მეტად ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ტარიფებზე და სხვა შემაფერხებელ ფაქტორებზე დამოკიდებული არ ხარ“,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
ეკონომისტის თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, საქართველოში ენერგოეფექტიანობის პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.
„რეგიონებში ენერგოეფექტიანობის განვითარების კუთხით, გამოწვევები საკმაოდ მაღალია. ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური კეთილდღეობით არ გამოირჩევა, ემპირიული კვლევები კი ადასტურებს, რომ ასეთ ქვეყნებში ენერგოეფექტურობაზე მოთხოვნა დაბალია, ხოლო ეკოლოგიური პრობლემების რიცხვი- მაღალი. ეს უმეტესად იმითაა გამოწვეული, რომ მწვანე ეკონომიკაზე და დაზოგვის პოლიტიკაზე ცნობიერება დაბალია. ენერგოეფექტურობა გრძელვადიან: 2, 3, 4 წელიწადში მოსახლეობისთვის ძალიან მოგებიანია. ადამიანები, ხშირად ინფორმაციის არქონის გამო თავს იკავებენ ენერგოეფექტური საშუალებების გამოყენებისგან, ამიტომაც ეს საკითხი, რეგიონის მასშტაბით, საკმაოდ დიდი გამოწვევაა“,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow