ერთბაშად 2 ქართველი რომაში? - რა სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

რომაში შესაძლოა ერთბაშად 2 ქართველი გადავიდეს

ივლ. 9, 2025 - 18:27
 0
ერთბაშად 2 ქართველი რომაში? - რა სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
რომა ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ მომდევნო სეზონში უმაღლესი შედეგები დააფიქსიროს.

გუნდმა მწვრთნელი უკვე გამოიცვალა და ახლა ფეხბურთელების დამატებასაც გეგმავს. სხვათა შორის, რომაული კლუბის ინტერესთა სფეროში ერთბაშად 2 ქართველი მოექცა!

პირველი გიორგი მიქაუტაძეა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა იწერება. გიორგი ჯან პიერო გასპერინის ფავორიტია და მწვრთნელს თავად სურს მიქაუტაძის გუნდში დამატება.

მეორე საბა გოგლიჩიძე გახლავთ, რომლის ემპოლიც სერია B-ში გავარდა და უდიდესი ალბათობით, საბა ახალ კლუბში გადავა, რომელიც, შესაძლოა, რომ სწორედ რომა იყოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow