ერთი ნაბიჯი ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა!

ერთი ნაბიჯი ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა!

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
ერთი ნაბიჯი ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა — ქართველმა ჩოგბურთელმა რთულ და დაძაბულ მატჩში ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ ვონგი ორ ტაი-ბრეიკში, 7:6 7:6 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ფინალში გავიდა.

პირველი სეტი ნერვების გამოცდა იყო — ნიკა 2:5-ს აგებდა, თუმცა საოცარი მობილიზება მოახერხა, მატჩში დაბრუნდა და ტაი-ბრეიკში ზედმეტი კითხვების გარეშე იმარჯვა — 7:1.

მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელი სტაბილურად იყენებდა საკუთარ ჩაწოდებას. საწყის გეიმებში ბასილაშვილსა და ვონგს ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც უპირატესობა ვერცერთმა მოიპოვა. როგორც პირველი, ისე მეორე სეტიც ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკა კვლავ მტკიცედ გამოიყურებოდა და 7:3 იმარჯვა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ხუან პაბლო ფიკოვიჩი იქნება. გამარჯვებული უიმბლდონის ძირითად ბადეში გადაინაცვლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow