ერიკ ტენ ჰაგი ბაიერ ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი გახდა
55 წლის ნიდერლანდელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. გამოცდილი სპეციალისტი ოფიციალურად დაინიშნა..

ტენ ჰაგმა ლევერკუზენურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდთან ერთად მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის ეს გერმანიაში დაბრუნებას ნიშნავს – წარსულში ის მიუნხენის „ბაიერნის“ რეზერვების დამრიგებელიც იყო.
ბოლოს ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, სადაც მისმა პერიოდში გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა შედეგების ჩავარდნის შემდეგ 2024 წლის ოქტომბერში კლუბთან ურთიერთობა შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ლევერკუზენს“ ჩაბი ალონსო ხელმძღვანელობდა, რომელმაც კლუბი პირველი ბუნდესლიგის ტიტულამდე მიიყვანა და შემდგომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ალონსოს შემცვლელად გერმანული გუნდი თავდაპირველად სესკ ფაბრეგასს განიხილავდა, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა იტალიური „კომოს“ დატოვებაზე უარი განაცხადა.
What's Your Reaction?






