,, ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე: ,,როგორი შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელია დეგრადირებული, დემენდორების მიერ გამოცარიელებული ადამიანი! თან რა საცოდავი და საწყალია ასეთი არსება! თვეებია მთელი ქალაქი, ჭიათურა გადარჩენისთვის იბრძვის, ათასობით მუშა ხელფასის გარეშეა დარჩენილი, ყოველდღე ატერორებენ, ატყუებენ ადილობრივებს, სახელფასო ბარათზე დარიცხულ საკომპენსაციო კაპიკებს შიდაწვის ძრავის მქონე მტვერსასრუტივით ისრუტავენ ბანკები, წლებია საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები სულს ღაფავენ და […] The post ,, ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

აპრ. 29, 2025 - 00:27
 0
,, ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,როგორი შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელია დეგრადირებული, დემენდორების მიერ გამოცარიელებული ადამიანი! თან რა საცოდავი და საწყალია ასეთი არსება!

თვეებია მთელი ქალაქი, ჭიათურა გადარჩენისთვის იბრძვის, ათასობით მუშა ხელფასის გარეშეა დარჩენილი, ყოველდღე ატერორებენ, ატყუებენ ადილობრივებს, სახელფასო ბარათზე დარიცხულ საკომპენსაციო კაპიკებს შიდაწვის ძრავის მქონე მტვერსასრუტივით ისრუტავენ ბანკები, წლებია საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები სულს ღაფავენ და ამ დროს პროპაგანდისტ ჟურნალისტს აქვს ორი კითხვა:

– მაღაროელის სიძის ბინის იპოთეკა რატომ არსებობს ბუნებაში?
– და რატომ გახსნა მაღაროელმა თავისი ტრესტის კრედიტით შინშილის ჯიშის ბოცვრების ფერმა!

ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!

თქვენი ბატონების ქონებას მიხედეთ! მთელი საქართველო დაიპყრეს, ყველაფერი წაგვართვეს, ცოლებს გადაუფორმეს ტყეები, საჯარო მოხელის ხელფასით ქვემო ქართლში სამ-სამი სოფელი და დიღმის სასახლეები იყიდეს და შვიდი გალია კურდღელი უკვირთ! კურდღელი, ხალხო! კურ-დღე-ლი!

რას დაგამსგავსათ თქვენმა ბატონმა?!”

The post ,, ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow