,, ეს გინდათ? გინდათ მარტო დარჩეთ?” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე: ,,პირველად რომ გამოიტანეს განსახილველად ე.წ. აგენტების კანონი (რუსული კანონი), ბევრმა ვთქვით – ეს მხოლოდ დასაწყისია! მთელს ერს ვუმტკიცებდით, რომ “აგენტების კანონი” გახდებოდა საძირკველი ათასი სხვა ყრუ კედლის, რეპრესიული მექანიზმის ამოსაშენებლად. ოცნების აქტივისტები წინაპრების ძვლებს იფიცებდნენ, მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა და უწყინარი პროცედურების ამუშავებაო. რა მოხდა სინამდვილეში? გაზაფხულის ბოლომდე საქართველოს ათობით ათას […] The post ,, ეს გინდათ? გინდათ მარტო დარჩეთ?” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

აპრ. 8, 2025 - 00:27
 0
,, ეს გინდათ? გინდათ მარტო დარჩეთ?” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,პირველად რომ გამოიტანეს განსახილველად ე.წ. აგენტების კანონი (რუსული კანონი), ბევრმა ვთქვით – ეს მხოლოდ დასაწყისია!

მთელს ერს ვუმტკიცებდით, რომ “აგენტების კანონი” გახდებოდა საძირკველი ათასი სხვა ყრუ კედლის, რეპრესიული მექანიზმის ამოსაშენებლად. ოცნების აქტივისტები წინაპრების ძვლებს იფიცებდნენ, მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა და უწყინარი პროცედურების ამუშავებაო.

რა მოხდა სინამდვილეში?

გაზაფხულის ბოლომდე საქართველოს ათობით ათას ორგანიზაციაზე (რომელთა 99% არ არის ლიბერალური მიმართულების უმდიდრესი ენჯეო) გავრცელდება:

ე.წ. რუსული / აგენტების კანონიც,

FARA-ს ავადმყოფ გონებაში მოხარშული ქართული ინტერპრეტაციაც და

გრანტების შესახებ კანონის ახალი რედაქციაც (3000 ლარი რომ ვიშოვო წიგნის გამოსაცემად, ამ ფულის აღების ნებართვაც კი ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მომცეს, თავისუფლად ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგამ… )

შედარებისთვის: ამ დილით ვუსმინე ბ-ნი ლაშა პაპაშვილის გამოსვლის ერთ-ერთ მონაკვეთს, სადაც ის ემადლიერება ფინანსთა ინკოგნიტო მინისტრს – 47 კომპანიის ხელმძღვანელი ვარ და თვალით არ მინახავს საგადასახადო ინსპექტორიო. ჩემზე სამი კანონი უნდა გავრცელდეს, უბნის მაღაზია ორასჯერ უნდა შეამოწმოს საგადასახადომ და სურსათმა, ბ-ნი ლაშას 47 საწარმოს კი არც ინსპექტორი უნდა ჰყავდეს ნანახი და სკორეთი სავსე აჭრილ რძესაც უნდა ჰყიდდეს… აი, ივანიშვილი ბიძინას მორალი და სამართალი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

ამ რეპრესიების შედეგად მხოლოდ დემოკრატია არ ზარალდება. ისედაც ღარიბ ათასობით ახალგაზრდას სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. უმუშევარ ახალგაზრდათა არმიას ახალი ბატალიონები შეუერთდებიან. ისინი ან კიდევ უფრო დიდი ბრაზით ჩაერთვებიან წინააღმდეგობაში, ან ქვეყნიდან გაიქცევიან.

ეს გინდათ? გინდათ მარტო დარჩეთ? მართლა ერთი კაცის ბიზნესად უნდა ვაქციოთ ქვეყანა, რომელმაც ეპოქალური მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრი 1500 (თუ მეტი არა) წლის წინ შექმნა.

კარს დახურავთ, ღმერთი სხვა კარს გაგვიღებს! არ შევეგუებით! არ ეგების! ფარისევლებად და ლაჩრებად არ გავუზრდივართ!

No pasaran!“

The post ,, ეს გინდათ? გინდათ მარტო დარჩეთ?” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow