"ეს რუსეთის ჩემპიონატის დამსახურებაა, რადგან.." - თეთრაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

მოსკოვის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა...

თებ. 16, 2025 - 14:26
 0
"ეს რუსეთის ჩემპიონატის დამსახურებაა, რადგან.." - თეთრაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე
მოსკოვის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, თეთრაძემ აღნიშნა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა კარიერის საწყის ეტაპზე ძალები რუსეთის ჩემპიონატში უნდა მოსინჯონ.

"ამაში დარწმუნებული ვარ - რუსეთის ჩემპიონატი ხომ ძალიან რთული სათამაშოა.. მართალია საქართველოც კარგად არის მომზადებული, მაგრამ აქ სულ სხვა დონეა.

ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი - ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშა და ამან მხოლოდ და მხოლოდ სარგებელი მოუტანა. კვარაცხელიას ამ დონეზე თამაშში რუსეთის ჩემპიონატს უდიდესი წვლილი მიუძღვის
", - განაცხადა თეთრაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow