“ეს ჩემთვის ტაბუდადებული თემაა...“- გაი როინიშვილი მძიმე პერიოდს იხსენებს

მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მა­ში "პირ­ვე­ლი სტუ­დია" გა­ნი­ხი­ლავს ცხოვ­რე­ბის იმ ეტა­პებს, რო­დე­საც ემო­ცი­ამ სძლია, რაც უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და შემ­დგომ­ში ტკი­ვი­ლად დარ­ჩა. რო­ი­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნაც­ვლად სი­ჩუ­მეს ირ­ჩევს. თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან გან­შო­რე­ბას კი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დღემ­დე ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მად აღიქ­ვამს — არა იმი­ტომ, რომ სათ­ქმე­ლი არ აქვს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს სათ­ქმე­ლი მის­თვის ზედ­მე­ტად პი­რა­დუ­ლია.- ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მო­აქვს, ყვე­ლა­ფერს ზედ­მე­ტო­ბას. როცა შენს თავს ვერ შე­ა­ფა­სებ, როცა რა­ღაც ზედ­მე­ტი მო­გი­ვა. ზედ­მე­ტი ყვე­ლა­ფერ­ში არ­სე­ბობს, დათ­მო­ბა­შიც და არ დათ­მო­ბა­შიც. უკი­დუ­რე­სო­ბა­ში არ უნდა გა­დახ­ვი­დე და მე ხში­რად მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში რომ გა­დავ­ვარ­დნილ­ვარ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უფრო. წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ ემო­ცი­ას, გინ­და უარ­ყო­ფითს, გინ­და და­დე­ბითს. აი, ზედ­მე­ტო­ბა ზედ­მეტ თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვევს.თუ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ იმას ფიქ­რობ, ეს ასე რა­ტომ, ასე ჯობ­და. მერე მე ტიპი ვარ ისე­თი, თვითგვე­მე­ბი არ მაქვს, კარ­გად ვიც­ნობ ჩემს თავს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ ჩემს ნა­მოქ­მე­დარს. რამ­დე­ნად სწო­რად იყო ეს, სა­ჭი­რო იყო, ჩემ­მა ნა­ბი­ჯ­მა არგო ვინ­მეს ან პი­რი­ქით. ამი­ტომ როცა მერე ამა­ზე ფიქ­რობ, ყო­ველ­თვის თვლი, რომ მა­ინც უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო თავი ისე, რომ ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი მერე შენ არ დაგ­რჩეს.ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პა­უ­ზა­ზე დას­მულ კი­თხვას, რო­დე­საც მე­უღ­ლეს თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს და­შო­რე­ბუ­ლი იყო დღე­საც თავს არი­დებს. კი­თხვა­ზე თუ რა გა­და­ა­ფა­სა მა­შინ, ამ­ბობს:- იცი, რა მე არა­სო­დეს არ თე­მა­ზე არ­სად სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ მი­ლა­პა­რა­კია. არც ახლა ვა­პი­რებ ამა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ ერთი რამ მინ­და იცო­დე, რომ მე იმი­ტომ კი არ ვა­რი­დებ თავს ამა­ზე ლა­პა­რაკს, რომ სათ­ქმე­ლი არ მაქვს, იმი­ტომ რომ ეს არის ჩემ­თვის ტაბუ და­დე­ბუ­ლი თემა. მე ბევ­რი კრი­ტი­კა მო­მის­მე­ნია ჩემ­ზე, მე არა­სო­დეს ამა­ზე პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. არც ვა­პი­რებ ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე პა­სუ­ხი არ მაქვს. ამით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი თუ შე­იძ­ლე­ბა.სცე­ნა­ზე უფრო მარ­თა­ლი ვარ ვიდ­რე ცხოვ­რე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნებ­თან, მა­ინც ჩა­კე­ტი­ლი ვარ. სცე­ნა­ზე არა, ვამ­ბობ, იმას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ ვთქვა. ხან­და­ხან როცა ადა­რე­ბენ, უთ­ქვამთ ხოლ­მე, კარ­გით ეს სპექ­ტაკ­ლი ხომ არ არის, ცხოვ­რე­ბაა, ისე ვღი­ზი­ან­დე­ბი ხოლ­მე როცა ამას ამ­ბო­ბენ, ან ეს თე­ატ­რი კი არ არის ახლა, უთ­ქვამთ, პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მათ შო­რის. იცით, რა­შია საქ­მე, ეს არის მხატ­ვრულ ფორ­მა­ში მოქ­ცე­უ­ლი უდი­დე­სი სი­მარ­თლე, რა­საც ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში ეს არ გა­მო­დის. იქ ხარ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი სი­მარ­თლე, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­დეს. ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი ვარ იქ.

ივნ. 4, 2025 - 04:27
 0
“ეს ჩემთვის ტაბუდადებული თემაა...“- გაი როინიშვილი მძიმე პერიოდს იხსენებს
მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მა­ში "პირ­ვე­ლი სტუ­დია" გა­ნი­ხი­ლავს ცხოვ­რე­ბის იმ ეტა­პებს, რო­დე­საც ემო­ცი­ამ სძლია, რაც უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და შემ­დგომ­ში ტკი­ვი­ლად დარ­ჩა. რო­ი­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნაც­ვლად სი­ჩუ­მეს ირ­ჩევს. თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან გან­შო­რე­ბას კი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დღემ­დე ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მად აღიქ­ვამს — არა იმი­ტომ, რომ სათ­ქმე­ლი არ აქვს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს სათ­ქმე­ლი მის­თვის ზედ­მე­ტად პი­რა­დუ­ლია.

- ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მო­აქვს, ყვე­ლა­ფერს ზედ­მე­ტო­ბას. როცა შენს თავს ვერ შე­ა­ფა­სებ, როცა რა­ღაც ზედ­მე­ტი მო­გი­ვა. ზედ­მე­ტი ყვე­ლა­ფერ­ში არ­სე­ბობს, დათ­მო­ბა­შიც და არ დათ­მო­ბა­შიც. უკი­დუ­რე­სო­ბა­ში არ უნდა გა­დახ­ვი­დე და მე ხში­რად მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში რომ გა­დავ­ვარ­დნილ­ვარ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უფრო. წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ ემო­ცი­ას, გინ­და უარ­ყო­ფითს, გინ­და და­დე­ბითს. აი, ზედ­მე­ტო­ბა ზედ­მეტ თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვევს.

თუ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ იმას ფიქ­რობ, ეს ასე რა­ტომ, ასე ჯობ­და. მერე მე ტიპი ვარ ისე­თი, თვითგვე­მე­ბი არ მაქვს, კარ­გად ვიც­ნობ ჩემს თავს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ ჩემს ნა­მოქ­მე­დარს. რამ­დე­ნად სწო­რად იყო ეს, სა­ჭი­რო იყო, ჩემ­მა ნა­ბი­ჯ­მა არგო ვინ­მეს ან პი­რი­ქით. ამი­ტომ როცა მერე ამა­ზე ფიქ­რობ, ყო­ველ­თვის თვლი, რომ მა­ინც უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო თავი ისე, რომ ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი მერე შენ არ დაგ­რჩეს.

ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პა­უ­ზა­ზე დას­მულ კი­თხვას, რო­დე­საც მე­უღ­ლეს თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს და­შო­რე­ბუ­ლი იყო დღე­საც თავს არი­დებს. კი­თხვა­ზე თუ რა გა­და­ა­ფა­სა მა­შინ, ამ­ბობს:

- იცი, რა მე არა­სო­დეს არ თე­მა­ზე არ­სად სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ მი­ლა­პა­რა­კია. არც ახლა ვა­პი­რებ ამა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ ერთი რამ მინ­და იცო­დე, რომ მე იმი­ტომ კი არ ვა­რი­დებ თავს ამა­ზე ლა­პა­რაკს, რომ სათ­ქმე­ლი არ მაქვს, იმი­ტომ რომ ეს არის ჩემ­თვის ტაბუ და­დე­ბუ­ლი თემა. მე ბევ­რი კრი­ტი­კა მო­მის­მე­ნია ჩემ­ზე, მე არა­სო­დეს ამა­ზე პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. არც ვა­პი­რებ ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე პა­სუ­ხი არ მაქვს. ამით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი თუ შე­იძ­ლე­ბა.

სცე­ნა­ზე უფრო მარ­თა­ლი ვარ ვიდ­რე ცხოვ­რე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნებ­თან, მა­ინც ჩა­კე­ტი­ლი ვარ. სცე­ნა­ზე არა, ვამ­ბობ, იმას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ ვთქვა. ხან­და­ხან როცა ადა­რე­ბენ, უთ­ქვამთ ხოლ­მე, კარ­გით ეს სპექ­ტაკ­ლი ხომ არ არის, ცხოვ­რე­ბაა, ისე ვღი­ზი­ან­დე­ბი ხოლ­მე როცა ამას ამ­ბო­ბენ, ან ეს თე­ატ­რი კი არ არის ახლა, უთ­ქვამთ, პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მათ შო­რის. იცით, რა­შია საქ­მე, ეს არის მხატ­ვრულ ფორ­მა­ში მოქ­ცე­უ­ლი უდი­დე­სი სი­მარ­თლე, რა­საც ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში ეს არ გა­მო­დის. იქ ხარ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი სი­მარ­თლე, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­დეს. ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი ვარ იქ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow