ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი, KIWALA დააკავა

ესტონეთმა პარასკევს ფინეთის ყურეში ტანკერი KIWALA დააკავა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. გემი ლენინგრადის ოლქის სავაჭრო პორტ უსტ ლუგაში მიემგზავრებოდა. ოფიციალური ტალინი აცხადებს, რომ ტანკერს გადაადგილების უფლებას იქამდე არ მისცემს, ვიდრე “გამოვლენილი ხარვეზები არ გაირკვევა”. ესტონეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, გემს აქვს როგორც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, ისე ტექნიკური პრობლემები – „ჩვენ არ შეგვიძლია გემს მივცეთ მოგზაურობის გაგრძელების […]

აპრ. 13, 2025 - 11:27
 0
ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი, KIWALA დააკავა

ესტონეთმა პარასკევს ფინეთის ყურეში ტანკერი KIWALA დააკავა, რომელიც ს ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. გემი ლენინგრადის ოლქის სავაჭრო პორტ უსტ ლუგაში მიემგზავრებოდა. ოფიციალური ტალინი აცხადებს, რომ ტანკერს გადაადგილების უფლებას იქამდე არ მისცემს, ვიდრე “გამოვლენილი ხარვეზები არ გაირკვევა”.
ს ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, გემს აქვს როგორც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, ისე ტექნიკური პრობლემები – „ჩვენ არ შეგვიძლია გემს მივცეთ მოგზაურობის გაგრძელების უფლება, რადგან საზღვაო და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი KIWALA, კანადის, ევროკავშირის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერაა სანქცირებული. ჯიბუტის რესპუბლიკა მასთან კავშირს უარყოფს.
ტანკერი ამჟამად ტალინის ჩრდილოეთით, ყურეშია გაჩერებული და ესტონური სამხედრო გემების მეთვალყურეობის ქვეშაა.
წყარო: mtavari.tv

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow