ვალენსიამ მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე მოიყვანა
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ „ვალენსიამ“ მისი შემცვლელი უკვე იპოვა. ესპანურმა კლუბმა „ბილბაოდან“ 24 წლის...

გავრცელებული ვარაუდების მიუხედავად, რომ გუნდის ახალი მეკარე ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი გახდებოდა, „ღამურებმა“ არჩევანი ბასკური კლუბის აღზრდილზე შეაჩერეს. როგორც ჩანს, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობამ აგირესაბალაგას პოტენციალში მეტი იპოვა.
ახალწვეულს „ბილბაოში“ სათადარიგო მეკარის როლი ეკავა — ის უნაი სიმონის დუბლიორი იყო და გასულ სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა. ახლა კი მას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ძირითად შემადგენლობაში თავი სრულფასოვნად დაამტკიცოს.
What's Your Reaction?






