“ვახსენე როიტერსიც, აქ მოსამართლე ცეკვავა მეკითხება: – ეგ ვინ არის?” – ზურაბ ვარდიაშვილი
პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მარიამ ქავშბაიას სასამართლო პროცესზე გამოიკითხა, სოციალურ ქსელში, წერს: მოწმედ ვიყავი გამოძახებული Mariam Qavshbaia-ს პროცესზე, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჩვენი ჟურნალისტია. მხოლოდ ჩემი სიტყვა კი არ მივიტანე – მივიტანეთ ხელშეკრულება პუბლიკასა და მარიამს შორის, მივიტანეთ მისი ნამუშევრები, იმ დღეს გადაღებული ფოტომასალა, როცა გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, ასევე პრესბარათი. დავადასტურე, რომ ნამდვილად […] The post “ვახსენე როიტერსიც, აქ მოსამართლე ცეკვავა მეკითხება: – ეგ ვინ არის?” – ზურაბ ვარდიაშვილი appeared first on .

პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მარიამ ქავშბაიას სასამართლო პროცესზე გამოიკითხა, სოციალურ ქსელში, წერს:
მოწმედ ვიყავი გამოძახებული Mariam Qavshbaia-ს პროცესზე, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჩვენი ჟურნალისტია.
მხოლოდ ჩემი სიტყვა კი არ მივიტანე – მივიტანეთ ხელშეკრულება პუბლიკასა და მარიამს შორის, მივიტანეთ მისი ნამუშევრები, იმ დღეს გადაღებული ფოტომასალა, როცა გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, ასევე პრესბარათი. დავადასტურე, რომ ნამდვილად ჩემი დავალებით, სამუშაოდ იყო მარიამი იქ. შსს-ს ახალმა ვარსკვლავმა, მგონი თინათინი ჰქვია, მოიტანა ვიდეო, რომელიც ჩვენ უფრო გვადგებოდა მტკიცებულებად, რადგან ჩანს, როგორ მოძრაობს მარიამი უკვე გადაკეტილ რუსთაველზე და პროფესიონალური კამერით იღებს ფოტოებს.ეს შსს-ს გოგო ისეთი ჩლუნგი აღმოჩნდა და ისეთ საოცარ კითხვებს სვამდა, ზოგადად რატომ დადიან ჟურნალისტები აქციებზე და ა. შ. რომ გადავწყვიტე მოკლე კურსი შემეთავაზებინა მისთვის მედიის როლზე, ჟურნალისტიკის რაობაზე და გაშუქების მნიშვნელობაზე – მოვიყვანე საერთაშორისო მაგალითებიც, და რაღაც მომენტში ვახსენე, მათ შორის, როიტერსიც.აქ, მოულოდნელად მოსამართლე ცეკვავა, რომელიც მანამდე თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა, თავს მაღლა სწევს და მეკითხება:– ეგ ვინ არის?
აი ამ ხალხმა გაგვასამართლა.
The post “ვახსენე როიტერსიც, აქ მოსამართლე ცეკვავა მეკითხება: – ეგ ვინ არის?” – ზურაბ ვარდიაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






