"ვერ დავიჯერე, რომ კონტემ ხვიჩას ტრანსფერზე ეს თქვა" - ბუფონი

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შემდეგ ნაპოლის ქართველის საპირწონე შემცვლელი ამ დრომდე არ მოუყვანია...

თებ. 19, 2025 - 16:57
 0
"ვერ დავიჯერე, რომ კონტემ ხვიჩას ტრანსფერზე ეს თქვა" - ბუფონი
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შემდეგ ნაპოლის ქართველის საპირწონე შემცვლელი ამ დრომდე არ მოუყვანია, რაც ცხადია გულშემატკივრებში და მედიაში კითხვის ნიშნებს ბადებს, რასაც კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ადეკვატურად ვერ პასუხობენ.

ყოველივე ამაზე კომენტარი ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმაც გააკეთა.

"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კონტეს ეს პროცესი სიამოვნებდეს - მას აქვს მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ჯოჯოხეთურ შრომას გადის...

პარალელურად კი ჟურნალისტები ზეწოლას ახორციელებენ, რადგან კვარაცხელიას შემცვლელი გუნდში ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

კონტემ ყველას მოუწოდა, რომ დაეფასებინათ ყველაფერი, რაც მისმა გუნდმა გააკეთა. სიმართლე გითხრათ, სახეზე ხელი ავიფარე და გამეცინა, რადგან არ მჯეროდა, რომ ანტონიომ ეს თქვა
", - განაცხადა ბუფონმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow