ვინ თქვა ამ ტურნირზე ფული არ კეთდებაო - რამდენი იშოვა პარიზმა ნახევარფინალში გასვლით

პარი სენ-ჟერმენი ერთ-ერთია იმ ოთხი კლუბიდან, რომლებიც 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან გასულები

ივლ. 7, 2025 - 00:27
 0
ვინ თქვა ამ ტურნირზე ფული არ კეთდებაო - რამდენი იშოვა პარიზმა ნახევარფინალში გასვლით
პარი სენ-ჟერმენი ერთ-ერთია იმ ოთხი კლუბიდან, რომლებიც 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან გასულები.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ოთხეულამდე მოსვლით ტურნირზე ყველაზე მეტი მადრიდის რეალმა გამოიმუშავა, კერძოდ 76 მილიონი ევრო.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ბევრით არც ის ჩამორჩა პირველადგილოსან რეალს. როგორც დაიწერა, პსჟ-მ აქამდე მოსვლით 70 მილიონ ევრომდე გამოიმუშავა.

საკმაოდ ახლოსაა მესამეადგილოსანი ჩელსი, რომელმაც 67 მილიონი ევრო მიიღო, ფლუმინენსეს კი 55 მილიონი ერგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow