"ვინაა პსჟ-ის საუკეთესო მოთამაშე? ჩემთვის ეს.." - ფაბიო კაპელოს კომენტარი პარიზელებზე

"პარიზელთა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად მას დავასახელებდი" - ფაბიო კაპელოს კომენტარი

მაი. 9, 2025 - 04:27
 0
"ვინაა პსჟ-ის საუკეთესო მოთამაშე? ჩემთვის ეს.." - ფაბიო კაპელოს კომენტარი პარიზელებზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან.

საინტერესო და აღსანიშნავია, რომ ფაბიო კაპელომ პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, გამოარჩია როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

იტალიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი პოტენციალი და გუნდში არსებული ლიდერები – დუე, დემბელე და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია.

"ისინი ფეხბურთელები არიან, ვინც დრიბლინგს ძალიან მაღალი დონით ასრულებენ. თუ მათ წინააღმდეგ ვერ ითამაშებ საუკეთესოდ — დაისჯები.

ვინ არის პსჟ-ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? ჩემთვის ეს კვარაცხელიაა"
– დასძინა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ ორჯერ დაამარცხა, ხოლო "ინტერმა" ტურნირიდან "ბარსელონა" გამოთიშა. ფინალური დაპირისპირება 31 მაისს მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow