ვინისიუსი და რეალი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ აღწევენ
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორი „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევს...

ბრაზილიელ თავდამსხმელს 15 მილიონი ევრო აქვს წლიური ხელფასი და უკეთესი პირობების მიღება სურს.
მოლაპარაკებების გაჭიანურებასთან ერთად ვითარებას აქტიურად აკვირდებიან როგორც საუდის არაბეთის, ისე ინგლისის კლუბები, რომლებსაც ვინისიუსის გადაბირება სურთ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა გასულ სეზონში „რეალის“ მაისურით 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






