ვინც არ დაიხარჯება, არ ითამაშებს - ჩაბი ალონსოს მკაცრი წესი რეალ მადრიდში
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ გუნდის შიგნით მკაცრი გზავნილი გააჟღერა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ალონსომ....

ჟურნალისტ ხავიერ ჰერაესის ცნობით, ალონსოსთვის ფეხბურთელის სტატუსს, გვარს ან გამოცდილებას მნიშვნელობას არ აქვს — მისთვის მთავარი არის შრომა და ბრძოლა გუნდისთვის.
აღსანიშნავია, რომ "რეალი" მომდევნო შეხვედრას 18 ივნისს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩაატარებს, სადაც მეტოქე საუდის არაბეთის "ალ ჰილალია". ალონსო ჩემპიონატს მაქსიმალური მობილიზებით ხვდება და თავისი მიდგომებით გუნდში დისციპლინასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას ცდილობს.
What's Your Reaction?






