“ვიღებთ პასუხისმგებლობას” – 49 გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში ნაცისტების გაძლიერებაში პასუხისმგებლობა აღიარა
ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 49 გერმანულმა კომპანიამ გერმანიში ნაციონალ-სოციალისტების გაძლიერებაში საკუთარი პასუხისმგებლობა აღიარა. განცხადებას უერთდებიან ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Adidas, BMW, Volkswagen, DHL, HUGO BOSS და Siemens კომპანიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების გასაძლიერებლად საჭიროა წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის აღება. “გერმანულმა კომპანიებმა წვლილი შეიტანეს ნაციონალ-სოციალისტების მმართველობის კონსოლიდირებაში. საკუთარი ინტერესების პრიორიტიზებით, ბევრი გერმანული კომპანია და ლიდერი იმ დროს იყო […] The post “ვიღებთ პასუხისმგებლობას” – 49 გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში ნაცისტების გაძლიერებაში პასუხისმგებლობა აღიარა appeared first on .

ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 49 გერმანულმა კომპანიამ გერმანიში ნაციონალ-სოციალისტების გაძლიერებაში საკუთარი პასუხისმგებლობა აღიარა.
განცხადებას უერთდებიან ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Adidas, BMW, Volkswagen, DHL, HUGO BOSS და Siemens
კომპანიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების გასაძლიერებლად საჭიროა წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის აღება.
“გერმანულმა კომპანიებმა წვლილი შეიტანეს ნაციონალ-სოციალისტების მმართველობის კონსოლიდირებაში. საკუთარი ინტერესების პრიორიტიზებით, ბევრი გერმანული კომპანია და ლიდერი იმ დროს იყო ამის თანამონაწილე.
დღეს, როგორც გერმანული კომპანიები, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ნაცისტური პერიოდის დანაშაულები. ეს დანაშაულები გვახსენებს, რომ ყოველთვის ვიაზრებდეთ დემოკრატიის სიმყიფეს. ერთად, ჩვენ ვდგავართ ზიზღის, დისკრიმინაციისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ” – წერია განცხადებაში.
The post “ვიღებთ პასუხისმგებლობას” – 49 გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში ნაცისტების გაძლიერებაში პასუხისმგებლობა აღიარა appeared first on .
What's Your Reaction?






