ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის – მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის პაპს. „მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა […]


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.
ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის პაპს.
„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში.
ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.
What's Your Reaction?






