ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება 2 935-ჯერ დაარღვია – ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია. „მთავარსარდალ სირსკის ანგარიში სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, ღამის 12:00 საათის მდგომარეობით. რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირების დარღვევის საერთო რაოდენობამ დღის განმავლობაში 2 935-ს მიაღწია. ყველაზე მეტი დაბომბვა და თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით მოხდა. რუსეთის მიერ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება […]


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია.
„მთავარსარდალ სირსკის ანგარიში სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, ღამის 12:00 საათის მდგომარეობით. რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირების დარღვევის საერთო რაოდენობამ დღის განმავლობაში 2 935-ს მიაღწია. ყველაზე მეტი დაბომბვა და თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით მოხდა. რუსეთის მიერ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება კურსკის მიმართულებაზეც არ გავრცელებულა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პოზიციები კი 1 882-ჯერ დაიბომბა.
„ფრონტის ხაზზე, საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენს პოზიციებზე დაბომბვის 1 882 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 812 მძიმე შეიარაღების გამოყენებით და რუსულმა ძალებმა FPV დრონები 950-ზე მეტჯერ გამოიყენეს.
ეს დღე მოსკოვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეპასუხა აღდგომის შემდეგ სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, ან ცაში ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელების წინადადებაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებისა და დრონების თავდასხმებისგან თავის შეკავებით“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა სარკისებურ ქმედებებს გააგრძელებს.
„უკრაინის ქმედებების ხასიათი სიმეტრიული დარჩება: ცეცხლის შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტით ვუპასუხებთ, ხოლო რუსეთის დარტყმებს ჩვენივე თავდაცვითი პასუხით. ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს“, – წერს ზელენსკი.
What's Your Reaction?






