"ვფიქრობ ის გაიმარჯვებს, რადგან.." - ლეგენდარულმა მებრძოლმა ფავორიტი დაასახელა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჩარლ ოლივერიას მოახლოებულ სატიტულო დაპირისპირებაზე...

"ვფიქრობ, ილია გაიმარჯვებს, რადგან ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, როგორ მოიგებს ოლივეირა. შეიძლება ბრაზილიელმა მახრჩობელა ილეთით მოიგოს, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება.
თოფურიას მხარეს იმიტომ ვიხრები, რომ ის მებრძოლია, რომელიც მეტოქეებს მარტივად აფინიშებს - ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავთ ამ ორთაბძოლას", - განაცხადა პორიემ.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული დაპირისპირება UFC 317-ზე, 29 ივნისს გაიმართება.
What's Your Reaction?






