ზამბო ანგისამ და ნაპოლიმ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია...

ივლ. 4, 2025 - 20:27
 0
ზამბო ანგისამ და ნაპოლიმ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.

29 წლის კამერუნელი ნახევარმცველი გუნდში მინიმუმ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, დამატებითი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ანგისა „ნაპოლის“ რიგებში 2021 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ 153 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი ის „მარსელში“, „ფულჰემსა“ და „ვილიარეალში“ ასპარეზობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow