ზაფხულის პირველი ტრანსფერი - პსჟმ ახალი მოთამაშე დაიმატა

19 წლის იტალიელმა მეკარემ, რენატო მარინმა, კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო — ის „პსჟ“-ს რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა...

ივლ. 19, 2025 - 13:27
 0
ზაფხულის პირველი ტრანსფერი - პსჟმ ახალი მოთამაშე დაიმატა
19 წლის იტალიელმა მეკარემ, რენატო მარინმა, კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო — ის „პსჟ“-ს რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად უკვე დადასტურებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მარინი „რომას“ აღზრდილია, პარიზულ კლუბში მასზე დიდი იმედები აქვთ. ახალგაზრდა კიპერმა საფრანგეთის ჩემპიონთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, რაც მიუთითებს, რომ ფრანგებს მისი განვითარებისთვის დრო და მოთმინება ექნებათ.

გერმანული პორტალის Transfermarkt-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მარინის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 500 ათასი ევროა.

პსჟ ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის სტრატეგიას კვლავაც აქტიურად აგრძელებს, რაც მარინის ტრანსფერით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow