ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი მასპინძლობს. დღეს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება. მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება. მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები, ჯგუფი „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც. საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ. დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი მასპინძლობს. დღეს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება.
მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება. მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები, ჯგუფი „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც.
საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ. დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის.
„ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
What's Your Reaction?






