"ზედმეტი მოთამაშეები გუნდში არ მჭირდება" - პეპ გვარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ სურს, გუნდის შემადგენლობა ზედმეტად გადატვირთული...

ივნ. 22, 2025 - 21:57
 0
"ზედმეტი მოთამაშეები გუნდში არ მჭირდება" - პეპ გვარდიოლა
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ სურს, გუნდის შემადგენლობა ზედმეტად გადატვირთული იყოს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განმარტა, მას მოსწონს იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, ვინც ამჟამად ჰყავს და არ უნდა, გუნდში ბევრი უკმაყოფილო მოთამაშე ჰყავდეს.

არ მსურს, ყოველი მატჩის წინ 6-7 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დავტოვო იმედგაცრუებული. როდესაც ფეხბურთელები თავს ზედმეტად გრძნობენ, ეს მთლიან გუნდზე მოქმედებს,“ – აღნიშნა გვარდიოლამ.

მისი თქმით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დროა და მოვლენების განვითარებას დააკვირდება. თუმცა, მთავარია, რომ გუნდის ატმოსფერო სტაბილური და პოზიტიური დარჩეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow