ზურაბ ჯაფარიძე – არჩევნებიდან 6 თვეა გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს – რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის
არჩევნებიდან 6 თვეა გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს – რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ცესკო-ს ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. ჯაფარიძის თქმით, ცესკო-ს წერილის წაკითხვას „დიდი აზრი არ აქვს“. „ცესკო-ს წერილის წაკითხვას დიდი […]


არჩევნებიდან 6 თვეა გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს – რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ცესკო-ს ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.
ჯაფარიძის თქმით, ცესკო-ს წერილის წაკითხვას „დიდი აზრი არ აქვს“.
„ცესკო-ს წერილის წაკითხვას დიდი აზრი არ აქვს. ის, რომ 6 თვის შემდეგ უწევთ თავის მართლება და ევროპის საპარლამენტო ასამბლეას რაღაც ახსნა-განმარტებებს წერენ, რომ არჩევნები საქართველოში თითქოს არ გაყალბებულა. მაგაზე პასუხი გაცემულია. 6 თვეა არჩევნებიდან გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს. რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. როგორც ცესკო განმარტავს, წერილის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია, ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცესკო-ს ახალი დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო.
ცესკო დადგენილების მიღების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს და საპარლამენტო ასამბლეას სთხოვს, „დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის უწყებასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან“.
ამასთან, საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, არ შეხედონ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან მათი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
What's Your Reaction?






