ზურიკო დავითაშვილიც პარიზში - ქართველ შემტევს ახალი მსურველი ჰყავს
ზურიკო დავითაშვილის გარშემო სატრანსფერო ინტერესი მზარდია. მას შემდეგ, რაც „სენტ-ეტიენი“ ფრანგულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, სულ უფრო...

გავრცელებული ცნობებით, დავითაშვილით ინტერესდება „სტრასბურგი“, თუმცა საფრანგეთის სპორტულ მედიასაშუალება Le Progres-ის მიხედვით, კიდევ ორი კლუბი – ლიგა 1-ში მოთამაშე „ბრესტი“ და ახალდაწინაურებული „პარიზი“ – ზურიკოს შესაძლო ტრანსფერზე მუშაობენ.
22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში შესანიშნავი შედეგი აჩვენა: მან 34 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. მისი კონტრაქტი „სენტ-ეტიენთან“ 2028 წლამდეა ძალაში, თუმცა მოლოდინია, რომ გუნდის დაქვეითების შემდეგ კლუბი მზად იქნება ფეხბურთელი სათანადო შეთავაზების მიღების შემთხვევაში გაასხვისოს.
დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 10 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ამ ფონზე, დიდი შანსია, რომ მისი რეალური ფასი ბაზარზე უფრო მაღალი იყოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, და თუ ზურიკო კარიერის გაგრძელებას ელიტურ ლიგაში შეძლებს, ეს ქართველი ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ევროპულ ფეხბურთში.
What's Your Reaction?






