"ზუსტ პროგნოზს ვერ ვიტყვი, მაგრამ.." - ფიგუ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს
"ზუსტ პროგნოზს ვერ ვიტყვი, მაგრამ.." - ფიგუ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს

"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ჩემი ფავორიტი პსჟ-ია. გუნდი ამ ეტაპზე შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და სტაბილურობას ინარჩუნებს.
თუმცა, მაინც რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება – ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ – ციტირებს გამოცემა ფიგუს სიტყვებს.
პარიზელებს წინ ნახევარფინალური ეტაპი ელოდებათ, სადაც მათ წინააღმდეგობა ლონდონის "არსენალს" გაუწევს – გუნდს, რომელიც ასევე სერიოზული ამბიციებით ასპარეზობს. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს "ბარსელონა" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან, რაც წინასწარ გვპირდება დაძაბულ და სანახაობრივ მატჩებს.
ლუიშ ფიგუ, რომელსაც მდიდარი საკლუბო და სანაკრებო კარიერა ჰქონდა და თავადაც რამდენჯერმე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კარგად იცნობს ამ ტურნირის სპეციფიკას და საფეხბურთო პოლიტიკას. მისი მოსაზრება მიუთითებს, რომ პსჟ-ს მიმდინარე ფორმა და შემადგენლობა გუნდს ნამდვილ კონკურენტად აქცევს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე.
What's Your Reaction?






