“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და აღნიშნა, რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში: “თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც, ვეუბნებოდი […] “თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე პარალელი

აპრ. 15, 2025 - 04:27
 0
“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და აღნიშნა, რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ – მეთქი.

განა არ უნდათ რომ მარტო თვითონ იყვნენ, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ კიდევ უფრო დაიმძიმონ თავიანთი ისედაც გამოუვალი და ჩიხური ვითარება.

ნუ მიედ-მოედებით აქეთ-იქით, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა:

1. დანიშნოთ ახალი არჩევნები
2. გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები.

თუ მართლა არ გეშინიათ, მოუსმინეთ ქართველ ხალხს და დროულად გადადგით ეს ნაბიჯი“, – წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow