"თასის მოგება ჩვენზე კარგად იმოქმედებს" - დილას ფეხბურთელი დავით კერესელიძე

მას შემდეგ, რაც საქართველოს თასის ფინალში გორის დილამ სპაერს 2:0 მოუგო, მედიასთან კომენტარი გორელთა ფეხბურთელმა, დავით კერესელიძემ გააკეთა

ივლ. 3, 2025 - 23:57
 0
"თასის მოგება ჩვენზე კარგად იმოქმედებს" - დილას ფეხბურთელი დავით კერესელიძე
მას შემდეგ, რაც საქართველოს თასის ფინალში გორის დილამ სპაერს 2:0 მოუგო, მედიასთან კომენტარი გორელთა ფეხბურთელმა, დავით კერესელიძემ გააკეთა.

ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ სუპერთასი მოვიგეთ. პირველ ტაიმში „სპაერის“ ფეხბურთელებმა კარგი მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ამ გუნდს კონფერენს ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ.

ეს მოგება ევროტურნირებამდე ჩვენს განწყობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს. 10 წელია, „დილას“ ტიტული არ მოუგია, მოედანზე მოტივირებულები გავალთ და იმედია, რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ.

- თქვა დავით კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის რასინგს 10 ივლისს ესტუმრება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow