„თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთები ძვირდება“ – იხილეთ ფასები
„თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ფასები ყოველწლიურად იზრდება და არსებული ვარაუდით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კიდევ უფრო მოიმატებს,“ – ამის შესახებ აღნიშნულია SS.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია, ნაკვეთებზე მოთხოვნა კი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. „მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველების რაოდენობა არ მცირდება, პარალელურად არსებული მიწის ნაკვეთები […] The post „თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთები ძვირდება“ – იხილეთ ფასები appeared first on .

„თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ფასები ყოველწლიურად იზრდება და არსებული ვარაუდით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კიდევ უფრო მოიმატებს,“ – ამის შესახებ აღნიშნულია SS.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია, ნაკვეთებზე მოთხოვნა კი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
„მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველების რაოდენობა არ მცირდება, პარალელურად არსებული მიწის ნაკვეთები ნელ-ნელა იყიდება, რაც დარჩენილ უძრავ ქონებაზე ფასს საგრძნობლად ზრდის,“ – აღნიშნულია SS.ge-ის პუბლიკაციაში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ტაბახმელა, წყნეთი და ოქროყანა ფასის მატების მხრივ ლიდერ პოზიციებზე რჩებიან. ეს კი მაშინ, როცა ბეთანიასა და დიდ ლილოში დაბალი ფასები და სტაბილური ზრდაა, წყნეთსა და წავკისში კი ღირებულება სტაბილურ ნიშნულზე რჩება.
SS.ge-ს მონაცემებით, თბილისის შემოგარენში 1 კვ.მ.-ის მიწის ფასი 2025 წლის გაზაფხულსა და წინა წლის იმავე პერიოდში ასეთი იყო:
ტაბახმელა – 80 დოლარი (2024 წელს 100 დოლარი);
წავკისი – 145 დოლარი (2024 წელს 130 დოლარი);
კოჯორი – 93.33 დოლარი (2024 წელს 110 დოლარი);
წყნეთი – 349.62 დოლარი (2024 წელს 400.64 დოლარი);
შინდისი – 157.28 დოლარი (2024 წელს 163.04 დოლარი);
კიკეთი – 78.57 დოლარი (2024 წელს 83.33 დოლარი);
დიდი ლილო – 82.76 დოლარი (2024 წელს 66.67 დოლარი);
თხინვალი – 92.31 დოლარი (2024 წელს 93.33 დოლარი);
ბეთანია – 78.57 დოლარი (2024 წელს 72.73 დოლარი);
ოქროყანა – 144.83 დოლარი (2024 წელს 111.11 დოლარი);
სოფელი დიღომი – 105 დოლარი (2024 წელს 95 დოლარი);
ლისის ტბის მიმდებარედ – 170 დოლარი (2024 წელს 155 დოლარი).
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
The post „თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთები ძვირდება“ – იხილეთ ფასები appeared first on .
What's Your Reaction?






