თბილისში მიმდინარე U20 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პრიზიორები გამოვლინდნენ
თბილისში მიმდინარე U20 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს 12 რაიონის 70-მდე სპორტსმენი ასპარეზობს, დღის ბოლოს გამარჯვებულ-პრიზიორები 88 კგ. წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ

დამყარდა საქართველოს რეკორდიც. ლევან ოჩიგავამ 20 წლამდელთა შორის ქვეყნის სარეკორდო ზღვარი ატაცში 5, აკვრაში 9, ხოლო ორჭიდში 15 კილოგრამით გააუმჯობესა.
ოჩიგავას ნაჩვენები შედეგი სარეკორდო გამოდგა 23 წლიანებშიც. ძალოსანმა ატაცში 3, აკვრაში 7, ხოლო ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის სარეკორდო სტანდარტი.
ატაცი
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 154
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 127
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 115
აკვრა
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 191
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 162
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 150
ორჭიდი
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 345
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 289
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 265
What's Your Reaction?






