თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები

რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს [ქიმიური ნივთიერების] მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა – რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ […]

დეკ. 2, 2025 - 13:27
 0
თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები

რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს [ქიმიური ნივთიერების] მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა – რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება დაადგენს რა მიზნით შეიძინა „ნაციონალურმა მოძრაობამ” ქიმიური ნივთიერება, რომელზეც BBC-ის მასალაშია საუბარი.
„ამას დაადგენს გამოძიება რა მიზნით შეისყიდეს ეს. ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს” დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა. ახლა ახალი ბოდვა დაიწყეს და თქვეს, რომ ეს ნივთიერება ჯანდაცვის მიზნებისთვისაც და ლაბორატორიული კვლევებისთვისაც გამოიყენებაო. პოლიციამ შეისყიდა პოლიციის საქმიანობისთვის, რა კვლევაზეა საუბარი. ასე რომ ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა, რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გამოძიება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იცით, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები საჯაროდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებას არ ერიდებიან”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ გაანადგურა -მ აღნიშნული ნივთიერება თუ გამოყენებას არ აპირებდნენ, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ამას გომელაურს გამოძიება ჰკითხავს.
„ამას მას ჰკითხავს გამოძიება და გვეცოდინება მისი პასუხიც. აუცილებლად უნდა გამოიკითხოს [გომელაური]. როდესაც კაცი ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასურველი კი არა გამოძიების ვალდებულებაა, რომ ყველა დეტალი გაარკვიოს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ გომელაური უწყების წინაშე ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
„დახვდა თუ არა მას მარაგები, რა პირობებში ინახებოდა, თუ ჩათვალა, რომ ეს აკრძალული ნივთიერება იყო რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ამას გამოძიებას უპასუხებს. ყველანი ერთად გავიგებთ რა დამაჯერებელ ან არადამაჯერებელ პასუხს გასცემს. მე მგონია, რომ ის დამაჯერებელ პასუხს გასცემს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გარდა ამისა, შარმანაშვილი გამოეხმაურა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებებს.
მისი თქმით, „ჩახუნაშვილი არის კლასიკური ცრუპენტელა, რომელიც ეგრევე იხევს უკან როგორც კი იგებს, რომ სასამართლოსთან, სამართლებრივ ურთიერთობებთან და გამოძიებასთან ექნება საქმე”.
„ეს ადასტურებს, რომ როდესაც აგენტურა დავალებას იღებს, იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ამას რაიმე პასუხისმგებლობა შეიხლება მოჰყვეს. იმდენად დათრგუნულები და დამონებული ფსიქიკის ხალხია, სიტყვის შებრუნებაც არ შეუძლიათ, რომ უთხრან: ამას მე ვერ გავაკეთებ, რადგან ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, შეიძლება გამოძიება მოჰყვეს და პასუხი მაგებინონ. ამის უნარიც არ აქვთ.
პასუხისმგებლობა არ ასცდებათ არც აქაურ ცრუპენტელებს და არც BBC-ის ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
მოგვიანებით, „იმედმა” გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”.
ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow