თინა ბოკუჩავა – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი, ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს. ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო. „ელჩის პოზიციებზე მე […]

მაი. 23, 2025 - 18:27
 0
თინა ბოკუჩავა – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი, ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, სთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს.
ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო.
„ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით – უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს.
„სამწუხაროდ, „ქართული დიპლომატია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow