თომას მიულერი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს? - პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია

თომას მიულერი "ნაპოლიში"? - პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია

ივლ. 8, 2025 - 17:57
 0
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" სატრანსფერო ბაზარზე ძალას არ იშურებს და, როგორც ესპანური გამოცემა Fichajes წერს, ახლა უკვე გერმანული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თომას მიულერს უმიზნებს. 35 წლის ვეტერანი თავდამსხმელი მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია და, გავრცელებული ინფორმაციით, მზადაა კარიერა ახალი გამოწვევით გააგრძელოს.

გავრცელებული ცნობით, მიულერის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს ინიციატივაა — „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს სურს, საკუთარ გუნდში გამოცდილების, ტაქტიკური ინტელექტისა და ლიდერობის იდეალური ბალანსი შეიტანოს. მიულერის კანდიდატურა კი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

თომას მიულერი "ბაიერნის" ღირსებას 2008 წლიდან იცავდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ ითვლება. მას 684 მატჩში 237 გოლი და 268 საგოლე გადაცემა აქვს. მან მოიგო ყველაფერი — ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. თუმცა ახლა, როცა მისი თავი მიუნხენში უკვე გათავისუფლებულია, გერმანელი ვეტერანი მზადაა კარიერის დასკვნითი ეტაპი სამხრეთ იტალიაში გაატაროს.

ჯერჯერობით უცნობია, თავად მიულერს რამდენად იზიდავს სერია A-ში თამაში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონტეს პროექტი მას დაარწმუნებს, თომას მიულერის იტალიაში ხილვა სავსებით რეალურ სცენარად გვესახება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow