თოფურია თუ ოლივეირა? - ვოლკანოვსკიმ ფავორიტი დაასახელა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ სატიტულო...

„ოლივეირა დასაწყისში საკმაოდ აგრესიული იქნება, შეტევას ფეხებით შეეცდება, მაგრამ თოფურიამ კარგად იცის ეს და ბრძოლას სათანადოდ მიუდგება. მინდა, რომ ილიამ მოიგოს. თუ ჩარლზი აქტიურად ირჯება, თოფურია მას რამდენიმე მძიმე დარტყმას მიაყენებს და ბრძოლას მარტივად დაასრულებს,“ – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, ილია თოფურია სატიტულო ბრძოლას 29 ივნისს, UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.
What's Your Reaction?






