"თოფურია ოლივეირასთან შედარებით პატარაა და ამიტომ.." - დასტინ პორიეს პროგნოზი ქართველის ბრძოლაზე
"თოფურია ოლივეირასთან შედარებით პატარაა და ამიტომ.." - დასტინ პორიეს პროგნოზი თოფურიას ბრძოლაზე

დასტინ პორიემ, UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, 29 ივნისს დაგეგმილ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპებაზე კონკრეტული პროგნოზი გააკეთა და ქართველ მებრძოლს გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
"ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას ილია მოიგებს. თოფურია ჩარლზთან შედარებით პატარაა და ამის გამო, შეიძლება საბმიშენის საფრთხე შეექმნას. განსხვავებულ შემთხვევაში, მივიჩნევ, რომ ბრაზილიელისთვის ეს ბრძოლა რთული იქნება. ოლივეირა ბევრ დარტყმას უშვებს, ხოლო ილიას ხალხის დაძინება შეუძლია."
- აღნიშნავს ამერიკელი.
დასტინის შეფასება ხაზს უსვამს თოფურიას მძლავრ დარტყმებს და ოლივეირას შედარებით მყიფე დაცვას, რაც მართლაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ის ასევე მიუთითებს ოლივეირას საბმიშენების ტექნიკაზე, რომელიც შესაძლოა ილიასთვის სარისკო იყოს, თუმცა თოფურიას უდავოდ აქვს რესურსი, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.
შეხვედრა 29 ივნისს გაიმართება ლას ვეგასში, რაც UFC-ის გულშემატკივრებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენად ითვლება.
What's Your Reaction?






