"თუ არ დამიჯერებენ, გუნდიდან წავალ" - გვარდიოლა მენეჯმენტით უკმაყოფილოა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არ მალავს უკმაყოფილებას კლუბის შემადგენლობის ზომასთან დაკავშირებით...

მაი. 22, 2025 - 15:27
 0
"თუ არ დამიჯერებენ, გუნდიდან წავალ" - გვარდიოლა მენეჯმენტით უკმაყოფილოა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არ მალავს უკმაყოფილებას კლუბის შემადგენლობის ზომასთან დაკავშირებით. გამოცდილი კატალონიელი სპეციალისტი გუნდში მეტისმეტად დიდი რაოდენობის ფეხბურთელის ყოლას პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ საჭირო ცვლილებების გარეშე შესაძლოა კლუბთან თანამშრომლობა შეწყვიტოს.

არ შემიძლია, ყოველ მატჩში ხუთი-ექვსი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დავტოვო. მათთვის ეს რთულია, ჩემთვის კი — კიდევ უფრო მეტად. როცა ყველა ჯანმრთელია, სათადარიგოთა რიგებში მუდმივად ვიღაც იჩაგრება და ეს არ არის ის გარემო, სადაც გუნდური სული ძლიერია.

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლამ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა „სიტისთან“, ახლა აშკარაა, რომ მან კლუბის მენეჯმენტს მკაფიო მოთხოვნა წაუყენა: თუ შემადგენლობა არ შემცირდება და სამწვრთნელო ხედვას არ მოერგება, პეპი მზად არის გუნდი დატოვოს.

თუ ტრავმები იქნება, გვყავს აკადემიის ბიჭები, რომლებიც სიამოვნებით გამოვიყენებ. ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მომწონს. დიდი როტაცია მავნებელია — სეზონის გარკვეულ ეტაპზე ვიგრძენით, რომ კავშირი ფეხბურთელებს შორის იკარგებოდა,“ — დასძინა მწვრთნელმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow