"თუ თამაში მისდის, გაუვალი კედელია!" - რას წერენ მამარდას თამაშზე ლივერპულის ფანები

სქაუზერების დიდებული კომენტარები მამარდას რეალთან თამაშზე

აპრ. 6, 2025 - 15:57
 0
"თუ თამაში მისდის, გაუვალი კედელია!" - რას წერენ მამარდას თამაშზე ლივერპულის ფანები
გუშინ გიორგი მამარდაშვილმა სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფენომენალურად ითამაშა.

ქართველმა მეკარემ პენალტი მოიგერია და გარდა ამისა, სხვა არაერთ ეპიზოდში გამოავლინა უმაღლესი სათამაშო კლასი, რის გამოც მამარდა მატჩის საუკეთესოც გახდა.

აი, როგორ აფასენენ ლივერპულის გულშემატკივრები გიორგის თამაშს პლატფორმა X-ზე:

"თამაშებს ალისონი იწყებს და მარაგში მამარდაშვილი გვყავს, ეს როგორი ზღაპარია?"

"უყურეთ მის თამაშს, ხელახლა უყურეთ და ნახავთ თუ რატომ იყიდა ეს მეკარე ლივერპულმა"

"თუ თამაში მისდის, გაუვალი კედელი ხდება!"

"ისეთი ბურთების მოგერიება შეუძლია, როცა უკვე ყველას გაშვებული გოლი ჰგონია"

"საოცარი რეაქცია აქვს და თავდაჯერების ხარისხითაც გამოირჩევა", - წერენ სქაუზერები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow