"თუ მიქაუტაძე არ გამოვა, მას დაიმატებენ" - ვისთან აწარმოებს რომა მოლაპარაკებებს

იტალიური მედიის ცნობით, „რომა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის განახლებას გეგმავს და უკვე ორი შესაძლო კანდიდატიც...

ივლ. 6, 2025 - 16:27
 0
"თუ მიქაუტაძე არ გამოვა, მას დაიმატებენ" - ვისთან აწარმოებს რომა მოლაპარაკებებს
იტალიური მედიის ცნობით, „რომა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის განახლებას გეგმავს და უკვე ორი შესაძლო კანდიდატიც განიხილება. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა, რომლის ტრანსფერზე საუბარი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

თუმცა, როგორც ირკვევა, რომაელთა სიაში კიდევ ერთი კანდიდატი გამოჩნდა — „ლეჩეს“ 25 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი ნიკოლა კრსტოვიჩი. მისი კანდიდატურა კლუბში იმ შემთხვევაში აქტიურდება, თუკი მიქაუტაძის ტრანსფერი ჩაიშლება.

ახალი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი თავდასხმაში კონკურენციის გაზრდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. არსებული ინფორმაციით, მას სურს, რომ არტიომ დოვბიკს გვერდით ისეთი მოთამაშე ჰყავდეს, რომელსაც როგორც სტარტზე, ისე როტაციაში თამაშის რეალური შანსი ექნება.

მიქაუტაძის ვარიანტი გასპერინის იდეალთან უფრო ახლოსაა, თუმცა ფინანსური ან მოლაპარაკების სირთულეების შემთხვევაში, კრსტოვიჩი გახდება მთავარი სამიზნე. ორივე ფორვარდი განსხვავებული სათამაშო სტილით გამოირჩევა, რაც „რომას“ შეტევაში ტაქტიკურ ვარიანტებს გაუფართოებს.

წინადადებების განხილვა და მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში აქტიურ ფაზაში შევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow